მარნეული
80 წლის ისმიხანს 50 წლის შვილისათვის პასპორტის ასაღებად სასამართლოში ჩივილი მოუწევს
დღეს, 13 აპრილს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზოგადოება „ ინვალიდთა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ საქართველოს ფილიალმა შეხვედრა დაგეგმა. შეხვედრაზე დასასწრებად მარნეულის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიდნენ პირები, რომლებსაც თავად აქვთ შეზღუდული სესაძლებლობების სტატუსი ან მათი ოჯახის წევრებს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციამ დამსწრეები პრობლემების განსახილველად კი არა, არამედ ინგლისური ენის გაკვეთილების ჩასატარებლად დაპატიჟა, რამაც შეხვედრაზე მოსულების მხრიდან უკმაყოფილობა და პროტესტი გამოიწვია. შეხვედრა ჩაიშალა,ინგლისური ენის  გაკვეთილი კი არ შედგა.

სოფელ კაჩაგანის მცხოვრები 80 წლის ისმიხან ამირჯანოვი საკუთარ 50 წლის ქალიშვილთან, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. ჯამრთელობის, ეკონომიკური სიდუხჭირის და სირთულეების მიუხედავად პრობლემების მოგვარების იმედით სოფლიდან ჩამოვიდა.

„რუსეთში პატარა რომ იყო მაშინ წავიყვანეთ. სახელმწიფო პროგრამა იყო და გვითხრეს დაგვიტოვეთ ჩვენ ასეთ პაციენტებს მოვუვლითო. დატოვეთ ბავშვიო, მაგრამ, ჩვენ არ გავიმეტეთ. მაინც ჩვენი შვილია. მერე გვითხრეს ყირიმში ევპატორიში წაიყვანეთო. იმით დაეხმარა ეს მკურნალობები რომ ახლა მწოლიარე არ არის. დადის, უბრალოდ ჩვენ ორივე მხრიდან გვიჭირავს. მისი საპირფარეშოში წაყვანა, მოვლა ძალიან გვირთულდება და მხოლოდ მე და მეუღლე ვუვლით.“ - ისმიხან ამირჯანოვი.

ისმიხანი ჰყვება, რომ ქალიშვილის ძველი პასპორტის ვადის გასვლის შემდეგ უკვე ორი წელია, ყოველ ექვს თვეში, მათ ახალი პასპორტის აღება იუსტიციის სახლში უწევთ. ყოველ ექვს თვეში ერთხელ მათ სოფლიდან მარნეულში ჩამოსვლა, საწვავისა და ოფიციალური პასპორტის საფასურის გადახდა უწევთ.  ოჯახის შემოსავალი კი ისმახანის და მისი მეუღლის პენსია, რასაც 180 ლარიანი სოციალური დახმარებაც ემატება. იუსტიციის სახლში კი ეუბნებიან, რომ მუდმივი პირადობის აღებას ასეთი ინვალიდობის მქონე ადამიანისთვის მხოლოდ სასამართლოს გზით თუ მოახერხებენ.

„იმის გამო რომ დამოუკიდებლად საბუთზე ხელს ვერ აწერს მუდმივ პასპორტს არ გვაძლევენ. პირველი ჯგუფის ინვალიდობა აქვს. სასამართლოში უნდა მივმართოთ, სასამართლო ბოლნისშია. ერთხელ, ორჯერ უნდა წავიდეთ. ძალიან გვიჭირს სიარული, წამლები ხომ უნდა ვიყიდოთ, ჩვენც მოხუცები ვართ. ბოლნისში უნდა შეამოწმონ საბუთები და რომელიმე ჩვენგანი მის მეურვედ დაგვნიშნონ რომ მის ნაცვლად ხელის მოწერის უფლება მიგვენიჭოს. გვირთულდება ეს ყველაფერი.“ - ისმიხან ამირჯანოვი.

ამირჯანოვი ჰყვება, რომ დახმარებისთვის არსდროს არავისთვის მიუმართავს. სოფლიდან მარნეულში ჩამოსვლა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყოველთვიურად კი ძვირადღირებული წამლების შეძენა უწევთ, რასაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ხარჯებიც ემატება. ისმიხანს აინტერესებს, ნუთუ არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა,  რომელიც ასეთ სიტუაციებში დაეხმარება და გამონაკლისს დაუშვებს.

როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა თქვა, ამირჯანოვების ოჯახს მარნეულში უფასო იურიდიული დახმარების სამსახური დაეხმარება სასამართლოში შესატანი განცხადების მომზადებაში, რათა ისმიხანის შვილს ოფიციალურად დაუნიშნონ მხარდამჭერი პირი, რომლის დახმარებითაც მას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სუბიექტებთან შეეძლება სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა. მაგრამ, როგორც ისმიხანმა უკვე გითხრა, სასამართლოში დავის წარმოებისათვის მას ფინანსური სახსრები არ აქვს.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
20:57 / 21.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.
საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ
წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას
მიიღებს.
10:00 / 21.03.2019
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30
კაკლის ხე მოჭრეს.
21:35 / 20.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს.