მარნეული
შესაძლოა N1 სამარშრუტო ტაქსების სამუშაო გრაფიკი გაიზარდოს
მარნეულში არაერთი წელია მოსახლეობას სამარშრუტო ტაქსების მოუწესრიგებელი სამოძრაო გრაფიკი აწუხებს, როგორც თავად ამბობენ, განსაკუთრებული პრობლემა პირველ ნომერ სატრანსპორტო საშუალებაზეა, რომელიც დაგვიანებით მოძრაობს და ერთდროულად ძალიან ბევრი ხალხი გადაჰყავს, რითაც მგზავრები წუხდებიან. განსაკუთრებით კი ზაფხულში, როდესაც საზოგადოერივ ტრანსპორტში არასასიამოვნო სუნია. ამას გარდა ტრანსპორტი სოფლებში გვიანობამდე არ დადის. 

„მე პირადად არ ვარ კმაყოფილი ასეა მოსახლეობაც. ვფიქრომ რომ ტრანსპორტი 9 საათამდე მაინც უნდა დადიოდეს, რომ მუშაობ მითუმეტეს ძნელია. გვიან ვერაფერს გაყვები თუ ტაქსი არ აიყვანე და ტაქსს კიდე 6-7 ლარზე ნაკლებად არ ჩაყავხარ და ამ თანხის შესაძლებლობა კიდევ ყველას არ აქვს“

„ახლა გამასწო პირველმა ნომერმა და ვიცი ერთი საათი უნდა ვიდგე აქ, ორი ნომერი ხუთი მოვა, მერე როდესღაც პირველიც გამოჩნდება. ახლა ადრე მინდოდა სახლში წასვლა, მაგრამ არ ვიცი როდის მოვა“

„ყველას თავისი გრაფიკი აქვს ისე დადიან. ბავშვები სკოლიდან რომ გამოდიან მაგ დროს დადიან და 6-7 საათისკენ უკვე არ მუშაობენ. 7-ზე იწყებენ მუშაობას და საღამოს 8 საათამდე მაინც უნდა იმუშაონ“

მოსახლეობა ძირითადად პირველი ნომერი მარშუტკების მოუწესრიგებელ გრაფიკს უჩივის, როგორც პირველი ნომერი მარშუტკების დირექტორი, რომელის კომპანიაც შპს „ექსპრეს ტურისტის“ სახელით ფიქსირდება ამბოს, რომ ტრანსპორტის მოუწესრიგებლი სამოძრაო გრაფიკი მერიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებითაცაა გამოწვეული და თვლის, რომ თუ მათი ტრანსპორტი წერეთელი-საიმერლოს მიმართულებითაც ივლის პრობლემა არც მათ შეექმნებათ და მოძრაობაც სინქრონული იქნება.

„ტრანსპორტი საკმარისია. მერიის მანქანები გამოდიან და პერიეზდამდე მიდიან. ჩვენ დავაყენეთ საკითხი ერთად ვიმუშაოთ, როგორც ჩვენ გააგრძელეთ მარშუტი წერეთელ-საიმერლოში , მათაც ვთხოვეთ იგივე გაეკეთებინათ, მაგრამ უარი თქვეს. მაგიტომაა არეულობა. თუ ჩავა ტრანსპორტი ქვევით ეს საკითხი მოგვარდება. ჩვენ კერძო სტრუქტურა ვართ და არავინ გვაფინანსებს, ჩვენ მოგებაზე უნდა ვიმუშაოთ. პირველი მაისისთვის ვგეგმავთ, რომ 1 საათით გავზარდოთ სამუშაო გრაფიკი, ალბათ 8 საათამდე ვიმუშავებთ. - ამბობს მუმლაძე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკია“, რომელიც უშუალოდ ქალაქ მარნეულსაც ემსახურება ტრანსპორტით. მისი დირექტორი გიგა ჯალაღონია ამბობს, რომ სამუშაო საათბების გაზრდას გეგმავენ, თუმცა როდის ამზე პასუხი არ აქვს.

„უახლოეს მომავალში იგეგმება საათების დამატება, წინასწარი სამუშაოები მიდის, რომ გავზარდოთ დრო და ზუსტად არ ვიცი, დავკონკრეტდებით და ვაცნობებთ ხალხსაც-ამბობს ჯალაღონია“

მარნეულს ამჟამად როგორც სამხარაძე აბობს, დღეში 10-12 ტრანსპორტი ემსახურება, მის გამართულ მუშაობაში კი თავად დარწმუნებულია. რააც შეეხება მარნეულში მოძრავ ტრანსპორტს დაახლოებით სულ 20-მდეა. თუმცა მოსახლეობას ეს არ აკმაყოფილებს, ტრანსპორტის დამატებასა და საათების გაზრდას ითხოვს.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
20:57 / 21.03.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
15:26 / 21.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა
რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
14:50 / 21.03.2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
12:44 / 21.03.2019
ნოვრუზ ბაირამის ზეიმი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,
სავარაუდოდ, 19 მაისს
12:27 / 21.03.2019
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ.
საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ
წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას
მიიღებს.
10:00 / 21.03.2019
ვერძი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30
კაკლის ხე მოჭრეს.
21:35 / 20.03.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 30 კაკლის ხე მოჭრეს.