მარნეული
ისფაჰან ალიევმა გერმანიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
26 წლის ისფაჰან ალიევმა გერმანიაში გამართულ შეჯიბრში გამარჯვება
მოიპოვა. ის გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში ცხოვრობს. 14 აპრილს
ქ.ჰაიგერში (კიკბოკსის) WFMC ვერსიაში მიიღო მონაწილეობა და 62,5 კგ
წონით კატეგორიაში დაამარცხა გერმანიელი მეტოქე მახ მუსალჩიკი, ამით კი
ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამბობს, რომ დიდი  ძალისხმევა დასჭირდა
შეჯიბრზე გასვლამდე.

"წინასწარ ვიცოდი ვისთან მექნებოდა შეჯიბრი. ქამრისთვის ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა გვქონდა. მეოთხე რაუნდში მეტოქეს ცხვირი გაუტყდა. ქულები იანგარიშეს და აფსოლიტური უპირატესობით მოვიგე. ევროპის ქამრის მფლობელმა კი საქართველოს დროშა ავაფრიალე."-ამბობს ისფაჰანი

ისფაჰანის თქმით, საკუთარი სიხარული პირველად ოჯახის წევრებს და
მეგობრებს გაუზიარა. ასევე აღნიშნა, რომ მისი წარმატება მსოფლიო დონის
სპორტსმენების მიბაძვის შედეგია.

"ორგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. 2009 -2010 წლებში მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ტურნეებში. აზერბაიჯანში მიმიწვიეს და იქ მეორე ადგილის მფლობელი გავხდი. 5 წელი აზერბაიჯანის სახელით გამოვდიოდი შეჯიბრებებზე. 2013 წელს მსოფლიო თასი მოვიგე. 12 წელია სპორტსმენი ვარ."- ამბობს ისფაჰანი

ისფაჰანის შეჯიბრზე წაყვანა WPMC-საქართველოს ორგანიზაციის უფროსის
ტოფიკ აკბეროვის ორგანიზებით მოხდა. ტოფიკი ჩემპიონატით კმაყოფილია,
თვლის, რომ წარმატებას მიაღწიეს. შემდეგი შეჯიბრი კი, ჰოლადიაში ქ.
ამსტერდამში გაიმართება იმედოვნებს, რომ კარგი შედეგით დაბრუნდებიან.

"ჰოლანდიაში რომ გაიმართება შეჯიბრი იქ ველოდებით ახალგაზრდების მონაწილეობას C კატეგორიაში. ჩვენ გვაქვს წრთვნები გარდაბანში და მარნეულში. ორი ან სამი ადამიანის წაყვანას ვგეგმაბთ შეჯიბრზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით"- ამბობს ტოფიკი

ისფაჰანს არაერთ შეჯიბრში მიუღია მონაწილეობა, ევროპის ჩემპიონობამდე
მან თურქეთში 6 იანვარს 65 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა.




| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი
ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად
დარეგისტრირდა.
16:21 / 17.04.2019
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.
16
აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო
გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
12:27 / 17.04.2019
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი
წელი გავიდა.
17:22 / 16.04.2019
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი წელი გავიდა.
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის
ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
16:54 / 16.04.2019
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას
წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული
16:11 / 16.04.2019
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული
მარნეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა უკრაინის
ქალაქ ვინიცაში
17:49 / 15.04.2019
მარნეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა უკრაინის ქალაქ ვინიცაში
უკვე
მეშვიდე თვეა, რაც მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე
აზერბაიჯანულად გადათარგმნილი სიახლეები და განცხადებები აღარ
გვხვდება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერიას
ჩვენ ოფიციალური წერილი მივწერეთ.
16:20 / 15.04.2019
უკვე მეშვიდე თვეა, რაც მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აზერბაიჯანულად გადათარგმნილი სიახლეები და განცხადებები აღარ გვხვდება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერიას ჩვენ ოფიციალური წერილი მივწერეთ.

14
აპრილს, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
15:02 / 15.04.2019
14 აპრილს, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.