მარნეული
სეიდ გოჯალის მკვიდრი - "სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული და აქ მყიდველები არ მოდიან, ცუდი გზის გამო მანქანა უფუჭდებათ"
სოფელი სეიდი გოჯალი მარნეულიდან 21 კილომეტრის  დაშორებით მდებარეობს სოფელში მისასვლელად 20 კმ მოასფალტებულ გზას გადიხართ, შემდეგ კი ამორტიზებული გზით გიწევს სიარული. თუ სად მდებარეობს სოფელი ,როგორ უნდა მიხვიდე - ამის შესახებ შესაბამისი აბრაც არ არსებობს. სეიდ გოჯალში 120-მდე ოჯახი ცხოვრობს. 43 წლის ზაბიტ მამედოვს ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და მესაქონლეობიდან აქვს, სოფელში არსებული გზის პრობლემა აწუხებს და ამბობს, რომ მოყვანილი პროტუქტი ბაზარში ვერ მიაქვს, უჭირს. სოფელში კი მყიდველები არ მიდიან. თავადვე ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში საქმე რთულად აქვთ, სოფლამდე ასვლას სწრაფად ვერ ახერხებენ ან საერთოდ არ მიდიან.

"მოვიდნენ, რომ წყალი უნდა გავიყვანოთო თქვენს სოფელშიo. მე ვუთხარი, რომ არ გვინდა ჩვენი პრობლემა გზაა. სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული და აქ მყიდველები არ მოდიან, ცუდი გზის გამო მანქანა უფუჭდებათ. წყლის ფული შჭამეს და იმიტომ უნდოდათ გაყვანა. ჩვენ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ გვაქვს"

სოფლის სკოლა არ აქვს, მოსახლეობა ამბობს, რომ ამის გამო მეზობელ სოფელში, არაფლოს სკოლაში უწევთ სიარული, შესაბამისად არსებული გზის გავლაც. სიტუაცია კიდევ უფრო რთული ზამთარშია, როდესაც ყველაფერს ერთად ატალახებული გზის პრობლემაც ემატება.

„ჩვენს სოფელზე უარესი სოფელი არსადაა. გზა არ გვაქვს. მერმაც იცის , სოფლის რწმუნებულიც. რამდენჯერ მივმართეთ. სოფლეში ვაგროვებთ თანხას და წელიწადში ერთხელ მოვხრეშავთ გზას. არჩევნებზე ყევალზე აქტიური სოფელი ჩვენია“

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება. დაპირებებს მხოლოდ არჩევნებზე იღებენ.
მარეულის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სოფელ სეიდ გოჯალოში გზის რეალიტაცია არ იგეგმება

რადიო "მარნეული"

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო
გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის
სამუშაოები დაწყებულია.
11:48 / 18.04.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის სამუშაოები დაწყებულია.
თბილისის მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის
საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის
განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს.
11:29 / 18.04.2019
თბილისის მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს.
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი
ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად
დარეგისტრირდა.
16:21 / 17.04.2019
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.
16
აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო
გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
12:27 / 17.04.2019
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
ვერძი
მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებსა და ემოციებს. მეტი ყურადღება გმართებთ
სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას. შეიძლება იძულებითი პაუზა
გამოგიჩნდეთ საქმეებში.
10:06 / 17.04.2019
ვერძი
მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებსა და ემოციებს. მეტი ყურადღება გმართებთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას. შეიძლება იძულებითი პაუზა გამოგიჩნდეთ საქმეებში.
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი
წელი გავიდა.
17:22 / 16.04.2019
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი წელი გავიდა.
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის
ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
16:54 / 16.04.2019
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას
წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული
16:11 / 16.04.2019
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული