თამაზ ნავერიანი, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი მარნეულის მერის დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან ჰაჯიევი და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი მარნეულის მერის დაკავებისა და პირის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.

სამივე მათგანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდეო კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ აიძულებენ პირს სახეზე შარდის წასმას ნახეს, მაგრამ ამ დროისათვის კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.

სამივე დეპუტატის თქმით, ოფიციალურ კომენტარს მთავარი პროკურატურის ბრიფინგის შემდგომ გააკეთებენ.

საქართველოს მთავარ პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით ბრფინგი დღეს 13 ივნისს, 14:00 საათზე აქვს ჩანიშნული.

რადიო „მარნეული“

Print