სიახლე
სიცხეში მდგომ გარემოვაჭრეებს მერიამ ბაზარში გადასასვლელად ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა
დილის 5-6 საათზე მარნეულის ბაზართან ხალხი იკრიბება. ზოგი სოფლიდან საკუთარი ნაწარმით მიდის, ზოგი დახლებს ამზადებს, შეძენილი სოფლის ნობათი რომ განალაგოს და მთელი დღის განმავლობაში გაყიდოს.
ამბობენ, რომ სოფლის ყველია, კარგია, მაგრამ მათთან შესამოწმებლად არავინ მიდის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაში გარემოვაჭრეების გაკონტროლება არ შედის, რის გამოც არავინ იცის, რა ხარისხის არის სახლის პირობებში დამზადებული რძის ნაწარმი, რომელიც პაპანაქება სიცხეში, მაცივრის გარეშე დევს და ბუზები ეხვევა.




რძის პროდუქტის გამყიდველი ქალები თვეების, ზოგი კი წლების განმავლობაში ბაზრის წინ მდებარე ავტოსადგომზე ცდილობს შემოსავლის მიღებას. თითოეულ მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს, მაგრამ ყველას უფულობა აერთიანებს.

„ფული არ გვაქვს, რა ვქნათ? მოგვცეს გამგეობამ ფული და აღარ ვიმუშავებთ.“ - გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.

ქალები სიცხეში ოჯახის სარჩენად გამოდიან, თვითონაც არ მოსწონთ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ზოგმა 8 სულიანი ოჯახი უნდა გამოკვებოს, ზოგმა კი ქმრის მკურნალობის ხარჯი დაფაროს.

სიცხისა და ცუდი სუნის მიუხედავად, მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდათ. ამბობენ, რომ იქ ვაჭრობა არამომგებიანია და არც 100 ლარი აქვთ დახლის საქირავებლად.

„ვისაც კლიენტი ჰყავს, იქ შეუძლია გაყიდვა და ვისაც არა, ისინი ვერ გაყიდიან, მთელი დღე ფეხზე დამდგრებმა უნდა ვიძინოთ და მერე გამოვიდეთ გარეთ.“ - შემოგვჩივლა გარემოვაჭრემ.

ქალები იმასაც ამბობენ, რომ ბაზარში ეგრედწოდებული „უფროსები“ დგანან და რძის ნაწარმს ყველა მათგან ყიდულობს.

მარნეულის ბაზრის დირექტორს გარემოვაჭრეებისათვის ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლა ხშირად შეუთავაზებია, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. ელგუჯა ხარშილაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, მოვაჭრეების პროდუქტი მომხმარებლებისათვის მეტად უსაფრთხო იქნება. ბაზარს საკუთარი ლაბორატორია აქვს, სადაც პროდუქტის ხარისხს ამოწმებენ.

მარნეულის მერიამ გარემოვაჭრეებს, კიდევ ერთხელ, 10 ივლისიდან ერთკვირიანი ვადა მისცა, რომ ბაზარში დახლებთან გადაინაცვლონ.

რადიო „მარნეულის“ მცდელობის მიუხედავად, მარნეულის მერაში საკუთარ გეგმებზე საუბარი არ ისურვეს. გაურკვეველი დარჩა თუ რა ზომებს მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობა, თუ გამყიდველები ბაზრის ტერტორიაზე საკუთარი ნებით არ გადაინაცვლებენ. ეს არ არის ქუჩის ვაჭრობის აღკვეთის პირველი მცდელობა, მაგრამ აქამდე გამყიდველებს ჯარიმები არ მიუღიათ და მერიას არც სხვა რაიმე სანქციისთვის მიუმართავს.



| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების
სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან
ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს
დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.
23:11 / 19.04.2019
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.

მარნეულის მერად გახდომის სურვილი
20:51 / 19.04.2019
მარნეულის მერად გახდომის სურვილი
მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები
მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
17:33 / 19.04.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
კირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში
მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა
სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი
მოუმზადებია.
17:03 / 19.04.2019
ირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი მოუმზადებია.
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19
აპრილს,
15:45 / 19.04.2019
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19 აპრილს,
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის
საყვარელ სათამაშო
13:58 / 19.04.2019
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის საყვარელ სათამაშო
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.