მარნეული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.მ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ტალავერთან, იმ დროს დააკავეს, როდესაც მას მოპარული პირუტყვი გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პატრონს დაუბრუნა.

სამართალდამცველები, დაკავებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

წყარო: police.ge

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის
დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და
ყველასთვისაა გათვალისწინებული
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების
მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა
დაფიქსირდა.

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
2018-2019 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით
2018-2019 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს,
4 წლის ნოვრუზ მარდანოვს დახმარება სჭირდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, 4 წლის ნოვრუზ მარდანოვს დახმარება სჭირდება.
55
წლის სურიკ ჩიჩიანი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში
55 წლის სურიკ ჩიჩიანი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის,
ქურთლიარის, ბეგლიარის, ცოფის და ალგეთის 2 საჯარო სკოლაში
დეირექტორის შემცვლელები დანიშნეს (მოვალეობის
შემსრულებელი).
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ქურთლიარის, ბეგლიარის, ცოფის და ალგეთის 2 საჯარო სკოლაში დეირექტორის შემცვლელები დანიშნეს (მოვალეობის შემსრულებელი).