ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა მერიამ კვლავ შეუცვლელი პირობებით გამოაცხადა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისათვის ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა. მუნიციპალიტეტს ტენდერის პირობები არ შეუცვლია და მომსახურეობის შეძენას კვლავ 16 949 ლარად გეგმავს.

16 949 ლარით მუნიციპალიტეტი 242 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანას, საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიასა და ცხოველთა სამარხში გადაყვანას ითხოვს. წინამორბედი ტენდერი კი ცხოველთა დამცველების შეფასებით სწორედ თანხის სიმციის გამო ჩაიშალა.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის თემურ ლაჩყეპიანის თქმით, ერთი ძაღლის მომსახურეობისათვის 70 ლარი ძალიან ცოტაა და თუ ვინმე ასეთ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას სამუშაოების ჩატარება არაკეთილსინდისიერად მოუწევთ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები