მარნეულში რეგიონალური ძაღლთა თავშესაფარის აშენება იგეგმება
მარნეულში რეგიონალური ძაღლთა თავშესაფარის აშენება იგეგმება.

როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებებლმა ზაურ ტაბატაძემ ჩვენთან საუბარში თქვა, ძაღლების თავშესაფრის საკითხზე ქვემო ქართლის გუბერნიაში იმსჯელეს. ტაბატაძისთვის მარნეულში მაწანწალა ძაღლების პრობლემის არსებობა ახალი არაა და იმასაც ეთანხმება, რომ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის არაეფექურია.



ქვემო ქართლის გუბენატორმა გრიგოლ ნემსაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მართლაც მწვავედ დგას მუნიციპალიტეტებში, ამიტომ მის მოსაგვარებლად 7 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება და რეგიონალური ძაღლთა თავშესაფარი აშენდება. აშენებამდე კი თითოეულ მუნიციპალიტეტს საკუთარი ტერიტორიის შესაწავლა მოუწევს.



საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის, თემურ ლაჭყეპიანის თქმით, ზოადად საქართველოში არ გვაქვს რეგიონალური თავშესაფრების პრაქტიკა. რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძაღლების გაერთიანებამ თუ სწორად არ იქნა სტანდარტები დაცული შესაძლოა, დაავადებების უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს.



მარნეულში რეგიონალური თავშესაფრის აშენება 2019 წლისთვის იგეგმება. მანამდე კი მარნეულის მერიამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ძაღლების თავშესაფრის მომსახურების ტენდერი, რომელიც ჩაიშალა და კვლავ შეუცვლელი პირობებით გამოაცხადეს. ტენდერის ჩაშლას კი ცხოველთა დამცველები თანხის არასაკმარის რაოდენობას უკავშირებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები