თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა
თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ დღეს, 6 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
აბაზოვს ბრალი 157-ე პრიმა პირველი და მეორე მუხლებით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას. 
სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც თემურ აბაზოვი და ყველა ბრალდებული იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 13 ივნისს დააკავეს, ხოლო 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები