ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ აბაზოვს ბრალი დაუსაბუთებლად წარუდგინა
თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელხან გულიევის მიმართსისხლისსამართლებრივ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 6 სექტემბერს გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს და საქმეში მონაწილე ორ პირს ბრალი დაუმძიმა. 

თემურ აბაზოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმას 1-ლი და მეროე მუხლებით დაუმძიმდა და მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

რამინ ალახვერდიევისა და ელხან გულიევის ცემ​ის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური ცემის ბრალდებით შეეცვალათ.

როგორც აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, აბაზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია და მხოლოდ ერთი პირის ჩვენებებს ეყრდნობა.

"ერთადერთი დაზარალებული პირის ჩვენება არის საფუძველი და სახელმძღვანელო პრინციპი ბრალდების მხარისთვის. სხვა მტკიცებულება, პირდაპირი მტკიცებულება თუ გნებავთ ირიბი მტკიცებულება, მოწმე რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს საქმეში არ არსებობს" - გაგი მოსიაშვილი

გაგი მოსიაშვილმა ასევე თქვა, რომ დაცვის მხარეს გააჩნია დასაბუთებული შუამდგომლობა დაუშვებლობის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნაწილთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ მოსამართლე მადონა მაისურაძე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 13 ივნისს დააკავეს, ხოლო 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.

რადიო "მარნეული"

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები