მარნეული
მარნეულში ძაღლების მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩაიშალა
ტენდერი, რომელიც მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოცხადა უკვე მეოთხედ ჩაიშალა. ორჯერ ტენდერში მონაწილეობა არვინ მიიღო, ხოლო მესამედ კომპანიას დიკვალიფიკაცია მიენიჭა. მარნეულის მერის მოვალების შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ ტენდერის ჩაშლა დოკუმენტაციაში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. 



შპს „იმერეთი ჯგუფი“ ერთადერთი, კომპანიაა, რომელიც 211 ძაღლის თავშესაფრის მომსახურებაზე მზადყოფნას გამოთქვამდა. ვიდრე კომპანიის შრჩევა/შეფასება მიმდინარეობდა, დავინტერესდით მათი საქმიანობით და ცხოველთა დავის ფედერაციას მივმართეთ. ისინი კომპანიის წარსულ და ამჟამინდლ საქმიანობას უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ შპს „იმერეთი ჯგუფის“ მონიტორინგისას უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, მაშორისაა ცხოველთა სასტიკი მოპყრობის ფაქტები. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე კომპანიას ძაღლების მკვლელთა დაჯგუფებად აფასებს. ზაურ ტაბატაძეს კი „იმერეთი ჯგუფის“ შესახებ არაფერი სმენია.



შპს „იმერეთი ჯგუფმა“ ტენდერისს ჩაშლის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

მარნეულის მერიამ 211 ძაღლის მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 16 949 ლარი გამოყო, რაც თითოეულისთვის 85 ლარს გულისხმობს. ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ამ თანხას არასაკმარისად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ერთი ძაღლის მომსახურეობისთვის 100 ლარია საჭირო. მარნეულის მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აუცილებლად გეგმავს, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია გაზრდიან თუ არა თავშესაფრისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობას.
რადიო „მარნეული“

ამავე თემაზე


კომპანიას, რომელმაც შესაძლოა მერიის ტენდერი მოიგოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ძაღლების მკვლელთა დაჯგუფებად აფასებს

ორჯერ ჩაშლილ ძაღლების თავშესაფრის ტენდერში მერია ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს

მერიის გამოცხადებული ტენდერი ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობაზე ჩაიშალა - ცხოველთა დამცველი კი ამას თანხის სიმცირეს უკავშირებს

მარნეულში რეგიონალური ძაღლთა თავშესაფარის აშენება იგეგმება

ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც არ შედგა მერიამ კვლავ შეუცვლელი პირობებით გამოაცხადა


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი
ჰყავს.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი ჰყავს.
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში
პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და
სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის
დღეს, 21 ივლისს, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავარია
მოხდა.
დღეს, 21 ივლისს, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა.
მარნეულის კულტურის სახლში სამირ დურმუშოვისთვის
საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტი, 25
ივლისს, 18:00 საათზე მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულელი
მომღერლის, შაბან მამედოვის ინიციატივით გაიმართება.
მარნეულის კულტურის სახლში სამირ დურმუშოვისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტი, 25 ივლისს, 18:00 საათზე მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულელი მომღერლის, შაბან მამედოვის ინიციატივით გაიმართება.
სოფელი სეიდიგოჯალოს მოსახლეობა
სოფელი სეიდიგოჯალოს მოსახლეობა