თემურ აბაზოვის მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყო
დღეს 9 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურმ აბაზოვისა და სხვათა მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით მეორე არსებითი სხდომა დაიწყო .


ბრალდების მხარე დღეს ორ მოწმეს დაკითხავს. ამ წუთებში მარნეულის რაიონულ სასამართლოს დეტექტივი ვასილ ქველაძე აძლევს ჩვენებას.
დეტეკტოვმა 11 ივლისს მიმდინარე მოვლენები გაიხსენა.
ელჩის ალახვერდიევის მიმართ შესაძლო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ პოლიციაში შესულ შეტყობინებაზე სწორედ მან მოახდინა რეაგირება. შემდგომში დაწერა პატაკი აღნიშნული ფაქტის შესახებ. როგორც ბრალდების მოწმემ დაკითხვისას თქვა, მას არანაირი სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.


შეგახსენებთ რომ, 6 სექტემბერს მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.

ამავე თემაზე: 

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ აბაზოვს ბრალი დაუსაბუთებლად წარუდგინა

"საქმესთან დაკავშირებით ათეულობით მოწმე უნდა დაიკითხოს და მათი ჩვენებებიდან აბაზოვის ბრალი ფიზიკურად ვერ დადასტურდება" - აბაზოვის ადვოკატი


აბაზოვის საქმეზე მარნეულის საკრებულოს წევრს ბრალი დაუმძიმდა

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
Print