მარნეულის მერის საქმეში დაზარალებულს "ენმ"-ის ოფისში პარლამენტარმაც და საკრებულოს წევრებმაც სცემეს

თემურ აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით მეორე არსებითი სხდომის, მეორე მოწმე დაზარალებული სტატუსის მყოფის ელჩინ ალახვერდიევის ნათესავმა ინტიგამ აბასოვმა ჩვენებაში თქვა რომ ელჩინ ალახვერდიევს აზერ სულეიმანოვმა სილა სამჯერ გაარტყა.
მან გაიხსენა იმ საღამოს მომხდარი ქრონოლოგია
.

ღამის 10-11 საათზე ელჩინ ალახვერდიევმა მას დაურეკა და სთხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში წაეყვანა. იქ მათ რაგიმ ასკეროვი დახვდა. მცირე ლოდინის შემდეგ ოფისში საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი მოვიდა. მან ალაჰვერდიევს ორი შეკითხვა დაუსვა. პირველი, თუ ვინ დაავალა მას აქციაზე წასვლა. რაზეც დაზარალებულმა უპასუხა რომ საკუთარი ნებით წავიდა.
სულეიმანოვის მეორე კითხვა კი თემურ აბაზოვის მეუღლის გინებას ეხებოდა. თუ რატომ შეაგინა მან მას ფეისბუქ ლაივის მეშვეობით. რაზეც ალახვერდიევმა უთხრა რომ აბაზოვზე განაწყენებული იყო იმის მერე რაც 2017 წელს ახლად დანიშნულმა მერმა ის კაბინეტიდან გააგდო.

ამის მერე აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს სამჯერ სახეში სილა გაარტყა. მოწმემ ასევე გაიხსენა რომ, იქ ასევე მყოფმა რამინ ალახვერდიევმა ორჯერ გაარტყა სილა, ერთი სახეში მეორე კი კისერში. ამ მომენტში შენობაში ელხან გულიევი შევიდა, რომელმაც მარჯვენა ხელით ორჯერ გაარტყა ალახვერდიევს და ფერდში კრა წიხლი.

ამის მერე, როგორც ინტიგამ აბასოვი ამბობს, საკრებულოს წევრებმა რამინ ალახვერდიევმა და ჯეიხუნ ჩოვდაროვმა ელჩინ ალახვერდიევი ოფისიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და უთხრეს, რომ ახლა მას თემურ აბაზოვისათვის ბოდიში უნდა მოეხადა. მანქანას ჯეიხუნ ჩოვდაროვო მართავდა, დანარჩენი ორნი კი უკანა სავარძელში მოთავსდნენ.


დღეს 9 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურმ აბაზოვისა და სხვათა მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით მეორე არსებითი სხდომა დაიწყო .

ბრალდების მხარე დღეს ორ მოწმეს დაკითხავს. ამ წუთებში მარნეულის რაიონულ სასამართლოს დეტექტივი ვასილ ქველაძე აძლევს ჩვენებას.
დეტეკტოვმა 11 ივლისს მიმდინარე მოვლენები გაიხსენა.
ელჩის ალახვერდიევის მიმართ შესაძლო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ პოლიციაში შესულ შეტყობინებაზე სწორედ მან მოახდინა რეაგირება. შემდგომში დაწერა პატაკი აღნიშნული ფაქტის შესახებ. როგორც ბრალდების მოწმემ დაკითხვისას თქვა, მას არანაირი სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.






რადიო "მარნეული"
Print