რას დაჰპირდა სალომე ზურაბიშვილი მარნეულელებს 17 წუთში
დღეს, 10 ოქტომბერს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულელ მოსახლეობას შეხვდა. სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის 6 წლიანი მანდატის დასრულების შემდეგ, მარნეულში ჩამოვა და მათი კომუნიკაციის ენა ქართული იქნება.
თქვა, რომ უმცირესობებს აქვთ უფლება შეინარჩუნონ საკუთარი მშობლიური ენა, თუმცა ქართულის, სახელმწიფო ენის შესწავლა საჭიროა. მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, როდესაც საფრანგეთში 36 წელი ცხოვრობდა, მაგრამ ქართული ენა მაინც შეინარჩუნა.  

ზურაბიშვილი თვლის, რომ ქართული ენის შესწავლა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რაშიც ის ლობისტი იქნება. ის უმცირესობების ენებსაც დაიცავს. „ეს არის ტოლერანტობა და ბალანსი, რომელიც ამ ქვეყნის მთავარი ძალაა“.

სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ გაიგო მარნეულელი აბიტურიენტების პრობლემები, რომლებმაც არ იცოდნენ გამოცდების ჩაბარებისას რამდენიმე უნივერსიტეტების ჩაწერა რომ შეეძლოთ სააპლიკაციო ფორმაში. თვლის, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობა უნდა ჰქოდეს და მისი პრეზიდენტად არჩევის პერიოდში იმფორმაციის სწორად და ვრცლად მიწოდებას შეუწყობს ხელს.

ისაუბრა ორმაგ მოქალაქეობაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა მარნეულელებს აინტერესებს. მისივე თქმით, ბევრმა ადამიანმა მიიღო სხვა ქვეყის მოქალაქეობა, თუმცა კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ამ თემაზე მუშაობა დაწყებული აქვთ იმ მხრივ , რომ არავინ აღარ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა და ვინც დაკარგა მისი აღდგენა შეძლოს.

სალომე ზურაბიშვვილმა მარნეულელ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, მარიხუანას და ნარკოტიკების თემა აქაც მტკივნეულია. ამბობს, რომ არასდროს იქნება მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე. მას ჯანმრთელი ახალგაზრდების პრეზიდენტობა სურს.

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში 25 კანდიდატი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.



Print