„ენმ“ თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის შტაბის უფროსმა, აგილ მუსტაფაევმა დღეს, 11 ოქტომბერს მარნეულის საოლქო კომისიაში წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევის ფაქტზე საჩივარი შეიტანა.
ამბობს, რომ 10 ოქტომბერს მარნეულში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს მარნეულის მერიის თანამშრომლები და საოლქო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

„გუშინდელ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას რამდენიმე კომისიის წევრი და მერიის თანამშრომლები (რწმუნებულები) ესწრებოდა. ეს არის კანონს დარღვევა. ველოდებით რეაგირებას, თუ რეაგირება არ მოჰყვება ამ ფაქტს ჩვენ სასამართლოში შევიტანთ საქმეს“ - ამბობს აგილ მუსტაფაევი



აგილ მუსტაფაევის თქმთ, მას ფაქტების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც აქვს და რეაგირებას ელოდება. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაძლოა კანონდამრღვევები 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.

რადიო "მარნეული"

Print