გადასატან ყუთს მხოლოდ ზურაბიშვილის წარმომადგენლები დაჰყვებიან - ახმედ იმამყულიევი
ევროპული საქართველოს წევრი, ახმედ იმამყულიევი არჩევნების მინდინარეობას ააფასებს და ამბობს, რომ უბნებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ რამდენიმე პრობლემაც გამოიკვეთა. იმამყულიევის თქმით პრობლემა გადასატან ყუთებს უკავშირდება. მაგალითად კი სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული მოჰყავს, სადაც მისივე განმარტებით, გადასატან ყუთს მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატის, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება" უჭერს  მხარს ,მათი წარმომადგენლები დაჰყვებიან. 

"ზოგ უბანზე გადასატანი ყუთი მიაქვსთ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს და არ უშვებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომ მათთან ერთად იარონ" - ამბობს იმამყულიევი.

დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ.

მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათგან 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებულია. პანდუსიანი უბნების რაოდენობა მარნეულში ორია.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში 99 173 ადამიანია რეგისტრირებული.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები