ითანამშრომლებს თუ არა ყოფილ თანაგუნდელებთან იმამყულიევი ოფიციალური განცხადების შემდეგ გაირკვევა
არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტია "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგ გაერთიანება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა.


აპირებს თუ არა მარნეულის პარტია „ეროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ახმედ იმამყულიევი ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთთანამშრომლობას, რომლებთანაც წინასაარჩევნო პერიოდში დაპირისპირება ჰქონდა და მათი პარტიიდან ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი გადავიდა, კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპე თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელისუფლებო პარტიამ არ გაიმარჯვოს. 

„განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით.  ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რა დონეზე იქნება ჩვენი თანამშრომლობა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. „ - ამბობს ახმედ იმამყულიევი.

იმამყულიევი ფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც პოლიტსაბჭოს სხდომას „ევროპული საქართველოს“ ყველა რეგიონის წარმომადგენელი დაესწრება და მეორე ტურის შესახებ იმსჯელებენ.

პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისშია ჩანიშნული.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები