იმამყულიევი ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობას პირადად არ გეგმავს




„ევეროპული საქართველო“ მზადაა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ და სახელისუფლებო პარტიის წინააღმდგ იბრძოლონ.

კითხვაზე თანამშრომლებს თუ არა მარნეულში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ახმედ იმამყული ყოფილ თანაგუნდელებთან, გვითხრა , რომ მათთან პირადად თანამშრომლობას არ გეგმავს, თუმცა პარტიდან ერთ-ერთი წევრი მათ შორის კომუნიკაციის მატარებელი იქნება.

„ჩვენი გუნდის წევრებიდან ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც მე დავნიშნავ იქნება ჩვენს შორის კომუნიკაციაში. და ჩვენ გვექნება კომუნიკაცია პირადად არა, მაგრამ სამუშაო კომუნიკაცია ერქმევა ამას. „- ამბობს ახმედ იმამყულიევი

შეიძლება ითქვას, რომ იამყულიევს სახელისუფლებო გუნდის დასამარცხებლად გარკვეულწილად კომპრომისზე წასვლა უწევს. დათმობას კი ის ბუნებრივად აღიქვამს და ამბობს, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო, რასაც ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ხელშეკრულების თანახმად, თუ მეორე ტურის საჭიროება დადგებოდა, მაღალი კონკურენციის მქონე პარტიას მხარს დაუჭერდნენ.

„ იპპ -ის წინაშე (ევროპის სახალხო პარტია) გვქონდა აღებული ვალდებულება და ხელშეკრულება დადებული, რომ ჩვენ და ნაციონალური მძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია თუ რომელიმე ჩვენთაგანი გავიდოდა მეორე ტურში აუცლებლად დავეხმარებბოდით ერთმანეთს. ეს სიახლე არ არის და შეთანხმება იყო. ჩვენი ერთადერთი პრობლემა არის ქართული ოცნება და ვებრძვით მას.“- ამბობს ახმედ იმამყულიევი


გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად პარტია „ევროპული საქართველოს“ ყველა რეგიონის წარმომადგენლებმა გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

ამავე თემაზე:

ითანამშრომლებს თუ არა ყოფილ თანაგუნდელებთან იმამყულიევი ოფიციალური განცხადების შემდეგ გაირკვევა

ევროპული საქართველოს წევრებს სოფელ დაშტაფაში ორი წლის განმავლობაში “ეგონათ“, რომ ნაციონალური მოძრაობის წავრები იყვნენ


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები