იშვიათი ქურდობა ყიზილაჯლოში - გამტაცებლებმა მანქანიდან ოქრო წაიღეს
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ოქროს მაღაზიის მეპატრონის მანქანა გაქურდეს. შემთხვევა დილით 9:00 საათზე მოხდა.
დილით მანქანაში ჩადებული ოქრო მძარცველებმა ამოიღეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "24 ნიუსი" წერს, მძარცველებმა მანქანის მინა ჩატეხეს და ოქრო ამ გზით ამოიღეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

რადიო "მარნეული" საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკვლევს. 



წყარო: 24News.ge
Print
თეგები: Qızılhacılı qarət Marneuli