გარემოვაჭრეები გაფრთხილების მიუხედავად ადგილს არ ტოვებენ - მერიას პასუხის გასაცემად 10 დღე სჭირდება



რძის ნაწარმის ვიზუალური შემოწმება, ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა, ანტისანიტარია, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით .



მიუხედავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მცდელობისა, რომ გარე ვაჭრობა აეკრძალა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მარნეულის ბააზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს კუსტარულად მოწყობილი დახლები აქვთ, სადაც უმეტესად ყველს, მაწონსა და ხაჭოს ყიდიან.

აქ ყოველდღიურად ასობით მანქანა დადის და მტვერი, რომელიც რძის ნაწარმს ეყრება მყიდველი ბევრი ჰყავს. მოვაჭრეებს კი ჩვენთან თავის მართლება უწევთ.

„დიახ, დიახ, საქმის კურსში ვართ, რომ გარევაჭრობა აკრძალულია. ბაზრის ტერიტორიაზე დგომა ძვირია. დაახლოებით 100$ საჭირო. ამიტომ აქ გარეთ ვდგავართ, საკუთარ პროდუქციას ვყიდით, საქონელი გვყავს და პირველი საათისთვის ვტოვებთ ტერიტორიას. ჯერ აავინ მოსულა, ალბათ არჩევნები რომ დასრულდება, კიდევ მოვლენ გასაფრთხილებლად.“

„ეს სოფლის ყველია და ამიტომ აქ გარეთ ვდგავარ, კარგად იყიდება. ვიცი რომ გარევაჭრობა აკრძალულია. ადგილიც მაქვს ბაზარში 100 ლარს ვიხდი, მშვენიერი დირექტორიც გვყავს. უბრალოდ, ახლა ნათესავმა მოიტანა ყველი და მეც აქ გარეთ გამოვედი და მას ვეხმარები გაყიდვაში“ - ამბობენ გარემოვაჭრეები.



(რა მდგომარეობაა მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე - ვიდეო)



რა გეგმები აქვს მარნეულის მერიას გარე ვაჭრობის მოსაგვარებლად? დააჯარიმეს თუ არა ამ დრომდე ვინმე და აპირებენ თუ არა რაიმე ღონისძიების გატარებას ამ კითხვებზე ზეპირსიტყვიერად პასუხის გაცემა უჭირთ და ოფიციალური წერილით მიმართვას გვთხოვენ, რომელსაც 10 დღის ვადაში უნდა ველოდოთ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლით გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირების 20-დან 50 ლარამდე დაჯარიმებას. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილების პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისადმი გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 7 დღემდე ვადით.



ამავე თემაზე:

სანდოობისთ ნაყიდი სახლში წარმოებული რძის პროდუქტები ახალ რეგულაციებს საჭიროებს


Print