იმირში მცხოვრები კაცი არჩევნებს ძველ ტრადიციას ადარებს, როდესაც ნეფე-დედოფალი ერთმანეთს ქორწილში იცნობენ

როგორ ვირჩევთ პრეზიდენტს? ვეცნობით მათ ხედვებს, ვადარებთ ერთმანეთთან და ვირჩევთ საუკეთესოს. წესით ამომრჩევლებმა ზუსტად ამ სტრატეგიით უნდა გააკეტონ არჩევანი, მაგრამ მარნეულის სოფელ იმირში სხვანაირი მდგომარეობაა.

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის თუ რა ხედვები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს. მათთან არავინ მისულა და არ უქვია, თუ რატომ იქნება კარგი ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა.

გუმბათ გასუმოვი იმირში ცხოვრობს, არჩევნებს ქორწინების ძველ აზერბაიჯანულ ტრადიციას ადარებს, როდესაც სიძემ არ იცის თუ ვინაა პატარძალი.


„ჩათვალეთ, რომ არჩევნები არის, როგორც აზერბაიჯანული ტრადიცია ძველად, როდესაც ვნმე ქორწინდებოდა კაბას აცმევდნენ და სახეს მთლიანად უფარავდნენ. ახლაც ზუსტად ასეთი არჩევნებია, ღია არაა. ხალხმა არც კი იცის თუ როგორი მიმართულებით მიდიან“ - ამბობს გუმბათ გუსეინოვი

მილხან გოჯაევი თვლის, რომ ხალხი მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს ვინც ღირსია, მაგრამ არ იცის თუ რომელია ასეთი კანდიდატი, და მისთვის არავის უთქვამს თუ რა ხედვები აქვთ ან სალომე ზურაბიშვილს, ან გრიგოლ ვაშაძეს.

„ - ვინც უფრო ღირსეული იქნება ჩვენც იმას მივცემთ ხმას.
- როგრ გებულობთ თუ ვინაა ღირსეული?
- არ ვიცი, ხალხი ხომ ყველას გულებს ვერ წაიკითხავს. ვინც ღირსეულია იმას დაუჭერს მხარს.
- როგორ ღებულობენ ადამიანები ამის შესახებ ინფორმაციას?
- არ ვიცი. ვინც ღირსეულია იმას დავუჭერ მხარს.“



უმბათისა და ამილხანის მსგავსად არ აქვთ ინფორმაცია სხვა იმირელებსაც.

„მე არც ვიცნობ მაგ კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილს). მაგრამ ქვეყნის ხათრით მივცემ ხმას“ - გვეუბნება პროდუქტების გამყიდველი ქალი

მოსახლეობის ნაწილი საკუთარ არჩევანს ღიად აფიქსირებს, გვეუბენბიან რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ, მაგრამ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ.

„არიან პარტიები, რომლებიც კარდაკარ ჩამოდიან და ფულს ურიგებენ ხალხს, მაგალთად 5 ნომერი. სახელმწიფო არსებობს და მათ უნდა მივცეთ ხმა. ხელისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს. ივანიშვილიც გვიჭერს მხარს. აზერბაიჯანი ვისაც გვეტყვის მაგას ავარჩევთ. სააკაშვილი აქ აღარ მოვა“ - ამბობს იმირელი კაცი

იმირის მსგავსი ვითარებაა მარნეულის სოფლების უმრავლესობაში. აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ, ხშირ შემთხვევაში ენის ბარიერის გამო, არ იციან თუ რა გეგმები და ხედვები აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარნეულშიც იმყოფებოდნენ.

ვაშაძემ მარნეულელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა, რომ აქაც ისეთივე პრობლემებია, როგორიც დანარჩენ საქართველოში. ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტად ინტეგრაციისათვის ვაშაძის ხედვა ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას უკავშირდება.

ზურაბიშვილმა მარნეულელებთან შეხვედრისას ხაზი ისეთ თემებს გაუსვა, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობა, სახელმწიფო ენის შესწავლა და მშობლიური ენის შენარჩუნება.

28 ოქტომბერს, იმირის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი საპატრულო პოლიციამ გააშველა და ორივე პირი განყოფილებაში გადაიყვანეს.

არჩევნების პირველ ტურში იმირის N59 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, მან 291 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი 222.

რადიო „მარნეული“

Print