მარნეული
გაქურდული სკოლის დირექტორს პატრულის გამოძახება ადრეც უწევდა - უსაფრთხოებაზე სკოლამ თავად უნდა იზრუნოს





მარნეულის N1 საჯარო სკოლა, რომელიც რამდენიმე დღეა გაქურდეს უკვე მესამე წელია სამშენებლო სამუშაოების გამო N8 საჯარო სკოლა იფარებს. მართალია, ქურდობის შემთხვევა მერვე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა პირველი სკოლის კუთვნილი ტექნიკა წაიღეს. N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი თავს უსაფრთხოდ არც მანამდე გრძნობდა.

საპატრულოო პოლიციის გამოძახებაც არაერთხელ დასჭირვებია. უცხო პირები მათ ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად შედიან. სკოლა შემოსაზღვრული არ არის და შიდა ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ პირს შეუძლია. მერაბიშვილი მანდატურების დანიშვნას ითხოვს. მან განათლების სამინისტროს მანდატურების მოთხოვნით 2017 წელს მიმართა, თუმცა დღემდე საკუთარი ძალებით უწევს უსაფრთხოების დაცვა.

არც N8 საჯარო სკოლის დირექტორს ელმარ ჯაფარლს ჰყავს მანდატურები, სადაც 400-მდე მოსწავლე სწავლობს. ამბობს, რომ ვიდრე სკოლაში მანდატურები ეყოლება, ვიდეო თვალის დამონტაჟებას შეეცდება.

როგორც საქართველოს მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მარნეულის N1 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიან სკოლებში შედის და ამ ეტაპზე მანდატურების დანიშვნა არ იგეგმება. პრიორიტეტი ჯერ-ჯერობით 400, ან მეტ მოსწავლიან სკოლებს ენიჭება.

როგორც მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი, შორენა ზედგინიძე ამბობს, ვიდრე საქართველოს ყველა სკოლა ისარგებლებს მანდატურის სამსახურით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს აქვს შემუშავებული პროგრამა, რომელიც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთა გადამზადებას გულისხმობს. სკოლის დირექტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროექტით და თითო წარმომადგენელი გადაამზადონ.

მარნეულში სულ 74 სკოლაა, მანდატურის სამსახურის მომსახურებით კი მხოლოდ 4 სარგებლობს, რომლებიც უშუალოდ ქალაში მდებარეობს.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის
საყვარელ სათამაშო
13:58 / 19.04.2019
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის საყვარელ სათამაშო
დღეს, 18 აპრილს, მარნეულში კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის დღე აღნიშნეს.
16:57 / 18.04.2019
დღეს, 18 აპრილს, მარნეულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დღე აღნიშნეს.
დღეს, 18 აპრილს, განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტის მოადგილე ნათია ზედგინიძე მარნეულს
ესტუმრა და ქვემო ქართლში სახელმიფო რწმუნებულთან , საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსთან ზვიად
როსტომაშვილთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფელების წარმომდგენლებთან
ერთად ახლადაშენებული N1 საჯარო სკოლა მოინახულეს.
16:13 / 18.04.2019
დღეს, 18 აპრილს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტის მოადგილე ნათია ზედგინიძე მარნეულს ესტუმრა და ქვემო ქართლში სახელმიფო რწმუნებულთან , საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსთან ზვიად როსტომაშვილთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფელების წარმომდგენლებთან ერთად ახლადაშენებული N1 საჯარო სკოლა მოინახულეს.
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი
ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად
დარეგისტრირდა.
16:21 / 17.04.2019
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალი ბადიროვი მარნეულის საარჩევნო ოლქში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.
16
აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო
გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
12:27 / 17.04.2019
16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სარკინიგზო გადასასვლელზე  ავარია მოხდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული
ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები
გამოცდები გაუქმდა.
17:58 / 16.04.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა.
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი
წელი გავიდა.
17:22 / 16.04.2019
კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციიდან ერთი წელი გავიდა.
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის
ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
16:54 / 16.04.2019
ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.