მერიამ დამია გეურარხში მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოსაწყობად 79 238 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ სოფელ დამია გეურარხში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის 79 238.00 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მერიამ ტენდერი 2 ნოემბერ გამოაცხადა და წინადადებების მიღების ბოლო ვადა 21 ნოემბერია. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღე.


რადიო "მარნეული"
Print