2018 წლის ბოლომდე მარნეულში შესაძლოა „ჭკვიანი კამერები“ ამოქმედდეს
„ჭკვიანი კამერები“ მარნეულში შესაძლოა 2018 წლის ბოლომდე ამოქმედდეს. ამის შესახებ განცხადება ჩვენთან საუბრისას მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გააკეთა.

„ჭკვიანი კამერების“ სისტემა მარნეულში წესით 2018 წლის აპრილში უნდა ამუშავებულიყო. როგორც ვუგარ მამედოვმა გვითხრა, მუნიციპალიტეტს უკვე აქვს შეძენილი 200-ზე მეტი კამერა, ხოლო ახლა კამერების ამღნიშვნელი საგზა ნიშნების შეძენას გეგმავენ.

მამედოვის თქმით, კამერების დამონტაჟება საგზაო ნიშნების შეძენის გამო დაგვიანდა.

უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა საგზაო მოძრაობის დამრღვევებს დააჯარიმებს. ძირითადად ვიდეოკამერა ხუთი სახის დარღვევას გამოავლენს, ესენია: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და დაშვებული ნორმის გადაჭარბება და საშუალო სიჩქარის დარღვევა.

საგზაო მოძრაობის დამრღვევებს ჯარიმის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2-ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ იმოქმედებს.

რადიო "მანრეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები