„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო
მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, შპს. „ინტერტექნოლოგიმ“ მიიღო.

მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 095 654 ლარი იყო. „ინტერტექნოლოგიმ“ კი მერიას სამუშაოების შესრულება 994`848 ლარად შესთავაზა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტრის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გვითხრა, ამ ეტაპზე კვლავ ტენდერში მონაწილე კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ ის ერთადერთი კომპანია, რომელმაც ტენდერშ მონაწილეობა მიიღო გაიმარჯვებს.

მამედოვი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშ თუ კომპანია გაიმარჯვებს, ხელშეკრულება ერთი კვირის განმავლობში გაფორმდება, ხოლო თუ მას დისკვალიფიკაცია მიენიჭება, ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

„კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, „ინტერტექნოლოგს“ სამუშაოების შესრულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 225 დღეში მოუწევს.

ტენდერიდან ირკვევა, რომ ძეგლის რეაბილიტაციისა და დასასვენებელ-რეკრეაციული პარკის მოწყობისათვის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.

1975 წელს შექმნილი ძეგლი გაიწმინდება და მოხდება მისი ამორტიზირებული ნაწილების რესტავრაცია ისე, რომ ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია არ შეიცვალოს, ვინაიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ძეგლის რესტავრაციის გარდა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ზონად დაყოფილი სკვერის მოეწყობაც იგეგმება.

რადიო „მარნეული“




მავე თემაზე:

ახალი სკვერის მოსაწყობად მერიამ 1 095 654 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები