ოთხი გარდაცვლილი ერთ წელიწადში - სარკინიგზო ავარიები მარნეულში
მარნეულში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში (იანვარი-ნოემბერი) მატარებლის დაჯახების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

მათგან ერთი შემთხევა 21 ნოემბერს მოხდა, სადაც მატრებელმა ორი შუახნის ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხევა სოფელ საიმერლოში მოხდა. მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, სადაც 2 ადამიანი იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეორე შემთხვევა 15 ოქტომბერს, მარნეული-შულავერის გადასარბენზემოხდა და  მატარებელმა 30 წლამდე კაცი გაიტანა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო. ის ლიანდაგზე თავჩაღუნული იჯდა და მატარებლის გამაფრთხილებელი სიგნალების მიუხედავად რელსებიდან არ გადასულა.


მესამე შემთხვევა 19 იანვარს მოხდა და 12 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი მოზარდი ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მე-7-ე კლასში სწავლობდა. ის მეორე სმენაში დადიოდა და სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე მატარებელი დაეჯახა


Print