ადვოკატის განცხადებით, აბაზოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს
თემურ აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა აბაზოვის საქმესთან დაკავშრებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო , ბრიფინგი გამართა და სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ თემურ აბაზოვის მიიმართ ხდება მიზანმიმართული დევნა ბრალდების მხარის მხრიდან.


„ერთადერთი სახელმძღვანელო ,რაც ბრალდების მხარეს თემურ აბაზოვის მიმართ გააჩნია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ. ე.წ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახვერდიევის ჩვენება. აღნიშნული პიროვნება არის დაინტერესებული პირი და მას გარკვეული ინტერესი გააჩნია თემურ აბაზოვის მიმართ. მას შემდეგ, რაც დაიკითხა ეგრედწოდებული დაზარალებლად ცნობილი პირი, მან არ დამალა სასამართლოზე, რომ პირადი წყენა გააჩნია თემური აბაზოვთან. ფაქტობრივად, პირადი მტრობა. ამიტომ გარკვეულწილად მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, რა თქმა უნდა, გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ თემურ აბაზოვის მიმართ ხდება მიზანმიმართული დევნა ბრალდების მხარის მხრიდან. „ - ამბობს გაგი მოსიაშვილი


ადვოკატმა ასევე თქვა, რომ თემურ აბაზოვს ბრალდების მხარე ორ მუხლს ედავება. ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ მოპყრობის ფაქტს და ამავე პიროვნების პირადი ცხოვრების საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. მოსიაშვილი თავადვე ამტკიცებს, რომ ეს ქმედება არა აბაზოვმა, არამედ სხვა პიროვნებამ განახორციელა, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენს და თავად იძახის მოწმე, რომ ქმედება მან განახორციელა და მან ჩაიდინა ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ქმედება, რაშიც აბაზოვს ედავებიან. 

„ ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით უდაოდ დადგენილი ფაქტია, რომ თემურ აბაზოვის მიმართ არანაირი სახის პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მან ჩაიდინა რაიმე სახის მართლსაწინნააღმდეგო ქმედება. მაგრამ ამასთან ერთად არსებობს, ის რომ პიროვნება, რომელიც საკუთარი პირით აღიარებს რომ ქმედება , რომელსაც ედავებიან თემურ აბაზოვს (ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღნდეგო ქმედება) ჩადენილია პირის მიმართ, რომლის მიმართაც არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ არის და აღნიშნულ პირს ბრალდების მხარე თემურ აბაზოვის წინააღმდეგ იყენებს“- ამბობს გაგი მოსიაშვილი

თემურ აბაზოვის საქმის არსებით განხილვა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

Print