საია მარნეულის #49 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის #49 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
საისას დამკვირვებლების ცნობით მარნეულის ამ უბანზე დაფიქსირებულია რამოდენიმე გაყალბების ფაქტი. მათ შორის ერთი და იგივე პირის მიერ ორჯერ ხმის მიცემა .
საიას დამკვირვებლის ცნობით ამ უბანზე ხმა მისცა ვინმე სანან ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საიას მიერ შემოწმებული სიების მიხედვით ამომრჩეველი სახელად სანამ ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის #48 უბანზე, ყიზილაჯილოს #1 საჯარო სკოლის შენობა.
როგორც დამკვირვებლის მიერ გახდა ცნობილი პიროვნება რომელიც არ არის დარეგისტრირებული #49 უბანზე, ხელმეორეთ სცადა ამავე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა საიას დამკვირვებლის დაინტერესების შედეგად მან უბანი დატოვა.
ამავე უბანზე საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა კიდე ერთი მცდელობა ხელმეორედ ხმის მიცემის. პირველი მოხდა დილის საათებში. გადაღებული სქრინშოთის მიხედვით ეს მოხდა 11:15 წუთზე. და შუადღის. ამ პიროვნების სახელი არის რამინ ზიადალიევ, საიას გადამოწმების მიუხედავად ასეთი პიროვნება საარჩევნო ბაზაში არ მოიძებნება.
მარნეულის, სოფლე ყიზილაჯილოს #49 საარჩევნო უბაზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები