სამი აზრი ერთის წინააღმდეგ - მარნეულელი დეპუტატები არჩევნებს აფასებენ
საპრეზიდენტო არჩევნებიის მეორე დღე - რადიო მარნეულმა 28 ნემბერს გამართული არჩევნები მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატებს შეაფასებინა.
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან ჰაჯიევმა ჩვენთან საუბრის დორ აღნიშნა, რომ ხმა მოლოდინზე ნაკლები აიღეს.

„ოპოზიციური პარტიების მიერ განხორციელებულ პროვოკაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, არჩევნები მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდა. უფრო მეტ ხმას ველოდით, მაგრამ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რამდენიც გვინდოდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლების თავისუფალ არჩევანს ვეთანხმებით“- ამბობს რუსლნ ჰაჯიევი.

რუსლან ჰაჯიევი თავის მშობლიუირ სოფელში ალგეთში, გრიგოლ ვაშაძის უფრო მეტი ხმის შეგროვებას დადებითად იღებს და ამბობს, რომ ხალხის არჩევნს პატივს სცემს.

პარლამენტის წევრმა მაჰირ დარზიევმაც შეაფასა არჩევნები. ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩატარდა.

„ოპოზიციის პრეტენზიების მიუხედავად, არასამტავრობოები, საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირებლები არჩევნებს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების დამაკმაყოფილებელს, დემოკრატიულს უწოდებენ. მეორე ტურის შედეგები ჩემთვის მოულოდნელი იყო. პირველი ტურის მიმდინარეობიდანვე ვიცოდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა“- ამბობს მაჰირ დარზიევი.

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურზე ნამდვილად მოახერხა ამომრჩევლების მობილიზება

„ქართული ოცნების ეს წარმატება იყო დასტური იმისა, რომ წინა ტურში მან მობილიზება ვერ გააკეთა, შეიძლებ რამე რესურსი დააკლო, ადამიანური რესურსი არ გამოიყენა. ამის მერე, ქართულმა ოცნებამ მოახდინა მობილიზება, სრული მხარდამჭერების გამოიყვანა და აგიტაცია, პროპაგანდა გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ ხმა დემოკრატიულ განვითარებას მისცა . მე მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ქალბატონი სალომე შუაგულ ევროპაში არის გაზრდილი. მისი წინაპრები აქედან გაძევებულები იყვნენ იმისთვის რომ , თავისუფალი ქვეყნის ბრძოლისთვის ფაქტიურად შეწირული რაინდები იყვნენ და ესეც მისი ერთ-ერთი უდიდესი გამოცდილება იყო. გარდა ამისა, თავისი კარიერული გამოცდილება და ცხოვრებისეული განვლილი გზა, ამას მისცა საქართველომ და იმ ადამიანებმა ხმა ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა“ - ამბობს თამაზ ნავერიანი.

ნავერიანი მიიჩნევს, რომ არჩვნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა.


პარლამენტში ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა, აზერ სულეიმანოვმა არჩევნები უარყოფითად შეაფასა.


„ეს არ იყო არჩევნები. რა თქმა უნდა არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ამას არ შეიძლება არჩევნები ვუწოდოთ. ყველა უბანზე გაყალბებასთან, ძალადობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გვაქვს. პირველივე ტურიდან ოპოზიციური პარტია 38%, „ევროპულმა საქართველომ“-11%. ლეობორისტები - 6%, რესპუბლიკელები - 3%ხმა თუ შეაგროვა ეს ყველაფერი რომ დავთვალოთ ნაციონალურ მოძრაობას 60%-ზე მეტი ხმა აქვს. როგორ მოხდა რომ პირველ ტურში 1 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი იყო და მეორე ტურში თითქმის 2 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ეს როგორ არის შესაძლებელი?ეს იმის მაჩვენებლია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტია 900 000-მდე ხმა მიიღო, თუ პირველ ტურზე სახელისუფლებო პარტიამ სულ 700 000 ხმა შეაგროვა, მეორე ტურზე ხმა როგორ აიყვანა 1 მილიონამდე.ეს შეუძლებელია“- ამბობს აზერ სულეიმანოვი.


აზერ სულეიმანოვმა ისიც აღნიშნა რომ გაერთიანებული ოპოზიცია თავისი სამომავლო გეგმების შესახებ დღეს, 18:00 საათზე, ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები