ასაწონი ორცხობილა, შამპანიური და ფოერვერკი- როგორ აღნიშნეს "ოცნების" შტაბის წინ გამარჯვება
28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე, 22:06 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი როვშან ისგანდაროვი სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში, "ქართული ოცნების" მარნეულის შტაბის წინ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობს .

შეკრებილები შტაბის მიმდებარე ტერიტორაზე, ეზოში გაშლილ სუფრაზე, სადაც ორცხობილები და შამპანიურის ბოთლები დევს, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობდნენ.

კადრში ჩანს, რომ აქტივისტებთან ერთად გამარჯვების სადღეგრძელოს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძეც ესწრება.

აქტივისტები დეპუტატს ვიდეოს გადაღებას სთხოვენ, ერთმანეთს ულოცავენ და შამპანიურის ბოთლების ხმაურიანად გახსნას ცდილობენ.
შტაბის წინ ფოერვერკებიც გაუშვეს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები