რატომ „გაქრა“ მერიის ფეისბუქ გვერდიდან მოქალაქის კომენტარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან მოქალაქის კომენტარი წაიშალა. კომენტარით გვერდ „ქურთლიარის სოფელი“-ს ადმინისტრატორი, რომელიც რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტია, ერთგვარად აპროტესტებდა მერიის პოსტს, სადაც საუბარი შეეხებოდა სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სოფელ წითელსოფელში გზის რეაბილიტაციას.

2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში რადიოს ჟურნალისტის ამილ მამედოვის პროექტი დაფინანსდა. პროექტი სოფელ ქუთლიარში შიდა გზის რეაბილიტაციას შეეხებოდა, მაგრამ გზა დაგებული დღემდე არაა. ჟურნალისტი კომენტარის დაწერით, მერიამდე ხმის მიწვდენას კიდევ ერთხელ შეეცადა, მაგრამ მისი კომენტარი გვერდზე აღარ იძებნება.



(მამედოვის მიერ დაკომენტირებული ვიდეო მერიის ფეისბუქ გვერდზე)

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, მერიის ფეისბუქ გვერდზე, რომლის ადმინისტრატორიც თავადაა, არანაირი კომენტარი არ ეწერა და ჩვენ ცილისწამებაში დაგვადანაშაულა.

„საერთოდ არანაირ კომენტარს არ აჩვენებს ჩვენთან, რომ ვინმემ კომენტარი დაწერა და უკაცრავად, თვითონვე ხომ არ აკეთებს ეხლა? ჩემთვისაც შეურაწმყოფელი იყო თქვენი, ასე რომ ვთქვათ, ცილისწამებლური განცხადება. მეც იგივე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება თვითონვე დაწერა და თვითონვე წაშალა ამ პროვოკაციული საქციელისავის კომენტარი." - ამბობს მარიამ ხაჩიძე

ხაჩიძემ ისიც გვითხრა, რომ კომენტარის წაშლა შესაძლოა ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარეობდეს.

ხაჩიძესაგან ინტერვიუს აღებიდან 20 წუთში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ფეისბუქ გვერდის მობილური ტელეფონიდან გახსნის შემდეგ მან კომენტარი ნახა, რისი „სქრინი“ ჩვენც გადმოგვიგზავნა.


მარიამ ხაჩიძის მიერ გამოგზავნილი სქრინი

მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მობილური ტელეფონიდან შესვლისას გამოქვეყნებულ მასალაზე ჩანს, რომ 4 კომენტარია დაწერილი, მაგრამ კომენტარებში გადასვლისას არაფერი არაა.


რა
დიო "მარნეული"
Print