პირი, რომელსაც 433 გრამი ოქრო მოპარეს ამბობს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას მკვიდრი ძალადობის ფაქტის დაფიქსირებას სავადმყოფოში ცდილობდა . მისი თქმით, ადმინისტრაცია რეგისტრატურაში ისტორიას არ უხსნიდა. 


საქმე ეხება სოფელ დაშტაფაში 433 გრამი ოქროს მოპარვის ფაქტს. ოქროს მფლობელმა ელდანიზ სადიგოვმა რამდენიმე დღის წინ ფეისუქ ლაივის მეშვეობით აღნიშნა, რომ ოქრო სახლიდან გაურკვეველ დროს იყო წაღებული. პოლიციას კი 25 ოქტომბერს მიმართა. ნოემბერში ჩაწერილ ვიდეოში აღნიშნა, რომ მძარცველი შორებელი არაა და სავარაუდოდ ეჭვი ნათესავზე ან მეზობელზე მიიტანა.

გუშინ, 4 დეკემბერს, მასთან ნათესავი მივიდა და სიტუაციაში გარკვევა შესთავაზა. დღეს 5 დეკემბრეს, დილის საათებში აღნიშნულმა პიროვნებამ ელდანიზ სადიკოვი საკუთარ მანქანაში ჩასვა და სასაფლაოზე გაიყვანა. როგორც სადიგოვი ჰყვება, მასზე ფიზიკურად იძალადეს. „დამარტყა, შემდეგ ყელში მწვდა, მახრჩობდა, დანა მომადო ყელის არეში“ - ამბობს სადიგოვი

სადიგოვს ყელის არეში მხოლოდ სიწითლე აღენიშნება. ინციდენტის შესახება პოლიციასაც მიმართა. დაზინების დასაფიქსირებლად და გამოკვლევისთვის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკას მიმართა, სადაც ორი საათის განმავლობაში, როგორც თავად ამბობს, ყურადღებას არავის აქცევდა და რეაგირება მხლოლოდ მედიასაშუალების მისშვლის შემდეგ მოახდინეს.

როგორც ჩვენთან საუბარში ექიმი ამბობს, ისტორიის გახსნას რიგი პროცედურები სჭირდება და განმარტავს, რომ სადიგოვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

სავარაუდო მოძალადე მირალი ჰასანოვი რადიო „მარნეულთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნას, რომ სასაფლოზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც თავად გაჰყვა პოლიციაში.

როგორც რადიო მარეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლითაა დაწყებული.

ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ აქ:


Print