404 შეცდომა
მერიის „დაკარგული ხმა“ აზრბაიჯანელი მოსახლეობისათვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვედზე აზერბაიჯანულად გადათარგმნილი სიახლებიი და განცხადებები 2 ოქტომბრის შემდეგ არ იძებნება.

მართალია, 2 ოქტომბრამდე აზერბაიჯანული ტექსტის ხილვა მხოლოდ ქართულად გამოქვეყნებული მასალის კომენტარებში იყო შესაძლებელი, მაგრამ ახლა არც სიახლეებისა და არც კომენტარების ველში აზერბაიჯანული ტექსტი აღარ გვხვდება.

ფეისბუქ გვერდზე აზერბაიჯანულად გადათარგმნილ სიახლეებს ძირითადად მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თურაჯ იბრაგიმოვა აკომენტარებდა. ის 8 ოქტობერს ალგეთში ახალადგახსნილი ბაღის გამგე გახდა, რის გამოც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან წავიდა და შესაბამისად აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის, მათთვის ვინაც ქართული არ იცის, მერიის „ხმა“ დაიკარგა.

როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, მერიაში მიმდინარე ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მე-3 რანგის, 3 პოზიციაზე. აღნიშულ პოზიციას სწორედ თურაჯ იბრაგიმოვა იკავებდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს იბრაგიმოვას პოზიციას, ეცოდინება თუ არა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ახალ თანამშრომელს აზერბაიჯანული ენა და დაუბრუნდება თუ არა მერიის „დაკარგული ხმა“ მარნეულელ აზერბაიჯანელებს, მათ, ვინც ქართული ენა არ იცის.

რადიო „მარნეული“

Print