მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა  დაუდასტურა და უთხრა, რომ "აბაზოვის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობდა და გათავისუფლდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ფორმატში, სასამართლო გადაწყვეტილებით."  

აბაზოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა  დათო გუსეინოვმაც გაავრცელა.

დაახლოებით 7 თვის განმავლობაში თემურ აბაზოვი პატიმრობაში იმყოფებოდა.


შეგახსენებთ, რომ მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .


Print