სოფელ კიროვკაში ქალი მოკლეს
16:02 / 15.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში,
გარდაცვლილი ქალი მეზობლებმა იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო
"მარნეულს" ფაქტი დაუდასტურა. მეზობლების თქმით, ქალი საკუთარმა ძმის
შვილმა მოკლა, რომელიც წლებია მასთან ცხოვრობს. გარდაცვლილი
მეზობლებმა სარდაფში 3-4 დღის შემდეგ ნახეს. სავარაუდო
დამნაშავის ვინაობა ცნობილია. მოკვლის მიზეზები უცნობია.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით,
რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.