აზერბაიჯანულ მედიაში ავრცელებენ, რომ საქართველოში "ღორის გრიპს" ღორების ცოცხლად დაწვით ებრძვიან
ღორების დიდი რაოდენობით შეგროვეება და ორმოში დაწვა - ვიდეო, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება და გადაღების ადგილად საქართველო სახელდება.
წერენ, რომ ამ მეთოდით „ღორის გრიპის“ გავრცელებას ებრძვიან. სინამდვილეში, ვიდეო ჩინეთშია გადაღებული და ერთ-ერთ მოქალაქეს 2018 წლის 26 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, სადაც კარგად ჩანს, რომ ჩინეთში ღორებს ერთ დიდ ორმოში აგროვებენ და ცეცხლს უკიდებენ. ასე, ღორის აფრიკულ ჭირს სპობენ. პროტესტის ნიშნად წერს, რომ ადამინებს მეტი ჰუმანურობა მართებთ.

2018 წლის ნოემბრიდან ჩინეთში 34000 ღორი ჰყავთ განადგურებული. მიუხედავად იმისა რომ ასე ებრძოდნენ ჩინეთში ღორებში გაბრცელებულ " აფრიკულ ჭირს" ამ დღეებში აზერბაიჯანულ მედიაში ამ ვიდეოს ავრცელებენ და საქართველოს იმ მიზეზით უთითებენ, რომ „ღორის გრიპის“ ეპიდემია მძვინვარებს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ღორის გრიპის H1N1 მუტირებული ვირუსი , რომელიც მხოლოდ ღორებში იყო გავრცელებული 2009 წელს არის იდენტიფიცირებულია. თუმცა დღეს მისი გავრცელება ცხოველებიდან არ ხდება. და მსგავსი ბრძოლა ვირუსთან საქართველოში ნამდვილად არ მომხდარა.

H1N1 გრიპი სააქართველოში ორ თვეზე მეტია გავრცელდა და მას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, საქართველოში ეპიდემია არ არის.

Print