მარნეულის საბავშვო ბაღებში არდადაგები 28 იანვრამდე გადაიდო
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არდადაგები 28 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაგა ბაღების გაერთიანებამ  სააღმზრდელო დაწესებულებაში  გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო მიიღო. 

"ეს რიცხვი შეიძლება კიდევ შეიცვლოს და მეტად გადაიდოს  სწავლის დაწყება.  შევხედავთ რა სიტუაცია იქნება" - ამბობს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი

გრიპის ვირუსუსის გამო სწავლა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გადაიდო, თუმცა სასწავლო პროცესის განახლების თარიღი სხვადასხვაა. 

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია