აზერ სულეიმანოვი ტოპ გამცდენ დეპუტატებს შორის ლიდერობს
მარნეულელი პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი 2018 წლის ტოპ 10 გამცდენ დეპუტატებს შორის დასახელდა.

საჯარო ინფორმაცია, რომელიც "ნეტგაზეთმა" პარლამენტიდან გამოითხოვა ირკვევა, რომ სულეიმანოვი 47 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო. 46 გაცდენა კი საპატიოდ ჩაუთვალეს.

აზერ სულეიმანვი რადიოსთან საუბარში გაცდენების მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. ამბობს, რომ კანონის შესაბამისად ჰქონდა მას გაცდენების უფლება. 

სულეიმანოვი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრია და ის პერტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.
Print