ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი მშობლებმა სახლში სავარაუდოდ გვიან ნახეს
მარნეულში 15 წლის მოზარდი  ბუნებრივი აირით მოიწამლა და გარდაიცვალა. შემთხვევა 10 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც გარდაცვლილის ბიძა გვიყვება, გოგონა აბაზანაში ბანაობის შემდეგ ოთახში გამოვიდა, სადაც გამოთბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული. მშობლებმა იატაკზე უგონოდ დაცემული გოგოსთვის სასწარაფო გამოიძახეს და მარნეულის "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ჩვენთან საუბარში ავერსის ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, მოზარდი საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს.

„აფსოლუტურად ყველა კლინიკური ნიშანი იყო გვამი. გვამური ლაქებიც კი იყო. როგორც ჩანს, ეს ბავშვი გვიან ნახეს. შემოსვლისას გვამი დაფიქსირდა, ჩატარდა 45 წუთის განმავლობაში პროტკოლით გაწერილი რეანიმაციული ღონისძიებები ვალის მოხდის მიზნით და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“ - ამბობს ხათუნა ებრალიძე.

გარდაცვლილი მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სწავლობდა. სახლში ადგილზე მივიდა კომპანია „სოჯარ გაზი“-ს ტექნიკური ჯგუფი. რომელთა გამარტებითაც, სახლში წყლის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


Print