TI: ზაურ დარგალმა ცოლის ქონება დეკლარაციაში არ მიუთითა
ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი იმ თანამდებობის პირებს შორის მოხვდა, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად ან შეცდომით აქვთ შევსებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (TI)“ თანამდებობის პირთა 20 ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 და კუთვნილი წილების სხვა პირზე მინდობილობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოვლინდა.

ზაურ დარგალს 2018 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რენა ნურმამედოვა ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (625 კვ.მ.) მარნეულში. ზაურ დარგალს აღნიშნული ინფორმაცია არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა. ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

რადიო „მარნეული“


Print