ავერსის კლინიკაში ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანი მკურნალობს
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის მკურნალობას. როგორც ჩვენთან საუბარში ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, ორი პაციენტის, 55 წლის კაცის და 39 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მესამე პაციენტი 94 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობაც შედარებით დამაკმაყოფილებელია და აპარატი არ ესაჭიროება.

მეოთხე პაციენტი ბავშვია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს და სავარაუდოდ მალე გაწერენ.
ბავშვებში H1N1-ის სულ 5 შემთხვევაა ლაბორატორიულად ავერსში დადასტურებული.  ოთხი უკვე სახლში გაეწერა. ერთი კი როგორც აღვნიშნეთ მკურნალობის კურსს გადის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები