მარნეულის რესურს-ცენტრი 22 იანვრიდან სკოლებში მონიტორინგს იწყებს
მარნეულის რესურს-ცენტრი ხვალიდან, 22 იანვრიდან სკოლებში მონიტორინგს იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა მოგვაწოდა და თქვა, რომ სკოლებში ჰიგიენური ნორმების დაცვას შეამოწმებენ.

„ჩვენ ზოგადად შევამოწმებთ რამდენად არის სკოლაში ჰიგიენური ნორმები დაცული სკოლის ტერიტორიაზე, საპირფარეშოებსა და საკლასო ოთახებში“ - ამბობს ქენან ომაროვი

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბათიშვილმა სამინისტროს მხრიდან ახალი რეკომენდაციები გაავრცელა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას ეხება. მისი თქმით, ეს ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემდგომ გავრცელებას შეუშლის ხელს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები