მარნეულის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74-ივე სკოლას დეზინფექზია ჩაუტარდა.

ამის შესახებ ჩვენთან საუბარში მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა, ქენან ომაროვმა განაცხადა და თქა, რომ მსგავსი დავალება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს.

სპეციალური სითხით დამუშავდა საკლასო ოთახები, კოლიდორები.

საახალწლო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში გავრცელებული H1N1 ვირუსის გამო არდადეგები 21 იანვრამდე გაგრძელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები