გარე რეკლამებიდან მერია წელიწადში 60 000-მდე ლარს მიიღებს
გარე რეკლამებიდან მერია წელიწადში 60 000-მდე თანხას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა. მერის მოადგილის, ლაშა ლობჟანიძის თქმით, მარნეულში ელექტრონული ტაბლოების განთავსების შესაძლებლობა გაჩნდება. ამით კი დამატებით შემოსავალს მერია მიიღებს.  

„გარე რეკლამის წესი საკრებულოს რამდენიმე წლის წინ ჰქონდა მიღებული და ლიცენზიის ვადა 3 წელი იყო. მაგრამ ჩვემ მივიჩნიეთ საჭიროდ იმ სარეკლამო კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზარზე არსებობენ ლიცენზიისთვის 15 წელი იქნება მიზანშეწონილი. გარე რეკლამიდან მუნიციპალიტეტი გადასახადის სახით 60 000-მდე მიიღებს წელიწადში და დამატებითი თანხები გაგვიჩნდება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად“- ამბობს ლაშა ლობჟანიძე

24 იანვრის საკრებულოს სხდომაზე სულ ცხრა საკითხი განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

უფრო ვრცლად შეგიძლიათ უყუროთ ჩვენი ფეისბუქის პირდაპირ ეთერს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია