მარნეულის ტელევიზიას მერიის საქმიანობის გაშუქებაში კონკურენტი გამოუჩნდა
მარნეულის მერიის მიერ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა.


ბოლო რამდენიმე წელია მსგავს ტენდერში "მარნეული ტვ" უკონკურენტოდ იმარჯვებდა, თუმცა 2019 წელს სატელევიზიო მოსახურების შესყიდვა ქვემო ქართილის ტელევიზიასაც სურს, თან მარნეული ტვ-სგან განსხვავებით, 16 000 ლარით ნაკლები, 70 000 ლარი  შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს,  ქვემო ქართლის
ტელე-რადიო კომპანიის დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ტენდერი მას უკვე მოგებული აქვს.

"ტენდერი და შეთავაზებული თნხები თუ ნახეთ, შესაბამისად, გამარჯვებულიც არის უკვე გამოვლენილი. ჩვენ ვფარავთ მთლიანად ქვეო ქართლის რეგიონს და როგორც სხვა მუნიციპალიტეტებთან ვთანამშრომლობთ ისე ვიქნებით მარნეულის მუნიციპალიტეტთანაც. არაფერი განსხვავებული და ჩვენთვის შეუსრულებელი მოთხოვნა არაა ტენდერში“ - ამბობს გიორგი მგალობლიშვილი.

მარნეულის ტელევიზია და ქვემო ქართლის ტელევიზია წლებია ერთმანეთთან თანამშრომლობენ.  „მარნეული ტვ“-ს დირექტორი, შალვა შუბლაძე კოლოგიალურობის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

მიუხედავად მგალობლიშვილის თავდაჯერებულობისა, უახლოს დღეებში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება ერთი წლის განმავობაში გაავრცელოს ინფორმაცია ორ ენაზე (ქართულ- აზერბაიჯანული), რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელი ორგანოს.

ამავე თემაზე:

მერიის საქმიანობის პიარისთვის 86 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123