„მნიშვნელოვანია აქტივისტებმა მოახერხონ პოლიტიკის და სოციალური გარემოს ცვლილება“ - მარნეულში კრიტიკული პოლიტიკის სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო
დღეს, 29 იანვარს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უბლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შეხვედრა გამართა.

რომლის მიზანი იყო კრიტიკული პოლიტიკის სკოლის იდეის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი აქტივისტების მონაწილეობას. როგორც ჩვენთან საუბარში თანასწორობის პროგრამის პროექტის დირექტორმა თამთა მიქელაძემ აღნიშნა, სკოლის ფარგლებში ჩატარდება საკმაოდ ხანგრძლივი ლექციების და დისკუსიების ციკლი, რომლის მიზანიც იქნება ადგილობრივი და ზოგადად პოლიტიკური პრობლემების წამოჭრა და დისკუსია.

„ეს პლათფომა იქნება არსებითად დემოკრატიული და აქტივისტებს შეეძლებათ ახალი იდეების წამოჭრა, თვითორგანიზება, გარკვეულ აქტივიზმში ჩართვა და ჩვეენ ჩვენი გამოცდილებით შევეცდებით ის ადგილობრივი პრობლემები, რაც რეგიონში არსებობს ერთობლივად ვიადვოკატიროთ და სოციალური ცვლილებები წავახალისოთ. დაგეგმილია კითხვის წრეების , ფილმის ჩვენებების და მათზე ფიქრის, მსჯელობის შესაძლებლობები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი აქტივისტები შექმნიან ისეთ საინტერესო გარემოს, რომელიც მომავალში მათთვის თვითორგანიზების და აქტივობებში ჩართვის საინტერესო ფორმებს და სტრატეგიებს გააჩენს.“

მიქელაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ველი საკმაოდ პოლარიზებულია და არც მმართველი გუნდი და ოპოზიცია იმ რეალურ სოციალურ და კულტურულ საჭიროებებს არ ასახავს , რომელიც ადგილზე არსებობს და პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს რეალობაში აქვთ ლეგიტიმაციის და ნდობის სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, ის ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებმაც განათლება მიიღეს, კრიტიკულად უყურებენ საკუთარ წარსულს და რეალობას, მნიშვნელოვანია მათ მოახერხონ საზოგადოებრივი თვითორგანიზებული ჯგუფების შექმნა და პოლიტიკის და სოციალური გარემოს ცვლილება.

თამთა მიქელაძეს თქმით, კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში 30-მდე აქტივისტი იქნება და კვირაში ერთხელ შეხვედრებს ჩაატარებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები