პოლიციამ თბილისში 4 მანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა
14:40 / 31.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,ქურდობის ბრალდებით, არასრულწლოვანი - 2001 წელს
დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის იანვარში
თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4
ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ჭ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს
177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.