წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მარნეულში
დღეს, 1 თებერვალს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სხვადასვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და დაინტერესებულმა პირებმა ლექსები წაიკითხეს. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხეხელაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია წიგნის პოპულარიზაციისთვის.

ბიბლიოთეკის წინ არსებულ სკვერში მოეწყო სივრცე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა წიგნები და ნებისმიერ მსურველს შეეძლო წაეკითხათ მათთვის საყვარელი ლექსი, პოემა ან ამონარიდი ნაწარმოებიდან.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები