მარნეულის საკრებულოს აპარატს ახალი განყოფილება ემატება
მარნეულის საკრებულოს აპარატს სამდივნოს განყოფილება ემატება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, მსგავსი განყოფილება მერიაში ადრეც არსებობდა.

“სამდივნო არსებობდა, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი იურიდიული განყოფილების შექმნისა, ოპტიმიზაციის მიზნით ჩათვალეს საჭიროდ და საორგანიზაციო განყოფილება შეერწყა სამდივნოს. ახლა მისი გაყოფა ხდება. მხოლოდ ერთი ადამიანის დამატება გახდება საჭირო, რომელიც სამდივნოს უხელმძღვანელებს. დანარჩენი ორი თანამშრომელი საორგანიზაციოდან გადავა სამდივნოში. „ - ამბობს ნინო ბერიძე

ბერიძის თქმით, სამდივნოს მოვალეობა საკრებულოს სხდომების დაორგანიზება იქნება. (გაფრთხილება, ტექნიკური მხარე, ოქმების წარმოება, პროექტების გაშიფვრა და დარიგება.)

სამდივნოს განყოფილების უფროსისთვის კონკურს ახლო მომავალში გამოაცხადებენ, რომლის ხელფასიც 1 800 ლარით განისაზღვრება.

საკრებულოს სხდომაზე სულ შვიდი საკითხი განიხილეს და დეპუტატებმა შვიდივეზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები